Sunday, March 13, 2016

მესამე დღის რეფლექსია


  დღევანდელი  დღე  იყო  ძალიან  საინტერესო.  მოვახდინეთ  პროექტის  იდეის შესაბამისი  სტანდარტების  დადგენა  და  მის  მიხედვით მოსწავლეთა  მიზნების  და  ამოცანების  განსაზღვრა და მისი განთავსება  ბლოგზე.

პროექტის სასწავლო მიზანები და ამოცანები

 
მოსწავლეები   შესძლებენ.


1. ინგლისური  ენის  გამოყენებას  პროექტის  ყველა  ასპექტში.

2. მოიძიონ  ინფორმაცია  ინგლისსა და  საქართველოს  ტრადიციების  შესახებ.

3. გაანალიზონ  და  შეადარონ  ორივე  ქვეყნის  ტრადიციები.

  4.აღმოაჩინონ  მსგავსებები  დაგანსხვავებები.
 
5.იმსჯელონ  ორივე  ქვეყნის  კულტურასა  და  ტრადიციებზე.
 
 6.გამოიყენონ  სხვადასხვა  ელექტრონული  და  ბეჭდური  მასალა  ინფორმაციის  შესაგროვებლად  და  შემდეგ  პრეზენტაციის  შექმნა.

 7.ამ  ინფორმაციის  დაყრდნობით  გააკეთონ  დასკვნები  და  გადასცენ  აუდიტორიას  პრეზენტაციის  სახით.

Saturday, March 12, 2016

ბუკლეტის შინაარსი


ჩვენი ყველა  პედაგოგის  მიზანია  არა  მარტო  გადავცეთ  მოსწავლეებს  მასალა  არამედ ვასწავლოთ  ის  გზები თუ  როგორ  გამოიყენონ ეს ცოდნა  ცხოვრებაში--ამის  ერთერთი  საშუალება  არის პროექტებით  სწავლება. პროექტები  მოიცავს  სხვადასხვა  აქტუალურ  საკოთხებს  რომელიც  ეხება  ინგლისურ  ენასაც.  მოსწავლეები  შეაგროვებენ,  გაანალიზებენ,  განმარტავენ  ინფორმაციას  და  მასზე  დაყრდნობიტ  გამოხატავენ  დასკვნას. ამის  შემდეგ  ისინი  სხვა  მოსწავლეებს წარუდგენენ  იმას  რაც  ტვითონ  ისწავლეს.

მეორე დღის რეფლექსია


დღეს  შევქმენით  ინტელის  ბლოგი.  დავიწყეთ  ბუკლეტზე  მუშაობა. ინტელის  ბლოგზე დავდეთ  პროექტის  იდეა  და  შინაარსი. ყველაფერი  იყო  საინტერესო  მაგრამ  დამღლელი. იმედი  მაქვს  ბუკლეტზე  მუშაობას კარგად  დავამთავრებ.

Friday, March 11, 2016

პროექტის იდეა

                                           დღესასწაულები



      ყოველი  ერის  კულტურულ  ცხოვრებაში  ადათ  წესებს, ტრადიციებს  განსაკუთრებული  ადგილი  უკავია. ისინი ხომ  ერის  თვითმყოფადობის  მანიშნებელია. ამ  მხრივ  საინტერესოა  სხვადასხვა  ქვეყნების ტრადიციების  გაცნობა. მოსწავლეები  მოიძიებენ  და  განიხილავენ სხვადასხვა    ქვეყნის  ტრადიციებს,  ამოიცნობენ  ილუსტრაციებში  ასახულ  კულტურულ  სიმბოლურ  რეალიებს,  დააკავშირებენ  ერთმანეთს  უცხო  და  მშობლიურ  კულტურებს,  იპოვიან  მსგავსებებს,  განსხვავებებს  ამ  ინფორმაციაზე  დაყრდნობით  გააკეთებენ  პრეზენტაციას  და  მოაწყობენ  საშობაო  ღონისძიებებს..