Sunday, April 17, 2016


         მეცხრე  დღის  რეფლექსია

        დავასრულეთ  პროექტის  გეგმის  შაბლონი  .მოვაწესრიგეთ  პორტფოლიო  და  გავაკეთეთ  პრეზენტაციები.   გავაკეთეთ   უკუკავშირები.  ტრენინგზე  ვისწავლე  ბევრი  საინტერესო  რამ  როგორც  თეორიული  ისე  ტექნიკური.  მადლობა  ქალბატონ  ლალის.

Saturday, April 16, 2016

მერვე დღის  რეფლექსია

დღეს  ვიმუშავეთ  საპრეზენტაციო  მასალის  ბლოგზე  განთავსებაზე.მოვახდინეთ  მოსწავლის  ნამუშევრის შეფასების  რუბრიკის  ადაპტირება.  დავიწყეთ  სასწავლო  პროცედურებზე  მუშაობა.  მოვახდინეთ  ბლოგის  გვერდების  შექმნა,  ვემზადებით  პრეზენტაციისთვის.  

Sunday, April 3, 2016

                                     მეხუთე  დღის  რეფლექსია


          დღეს  დავასრულეთ  შეფასების  დროის  ჩარჩოზე  მუშაობა.  მოვახდინეთ  მისი  ატვირთვა   ბლოგზე.  ჩვენს  მიერ  შექმნილი  ყველა  საქაღალდე  გადავიტანეთ   Google  Drive-ზე--ვირტუალურ  დისკზე. დავიწყეთ  სასწავლო  გეგმის  შევსება.

პროექტის პორტფოლიო

      ჩემი პორტფოლიო იხილეთ აქ ....     

Saturday, April 2, 2016

მიმართულების მიმცემი კითხვები

      ზოგადი  კითხვები         1.  რატომ   ვზეიმობთ    დღესასწაულებს?


      თემატური    კითხვები   1. როგორ  აღნიშნავს   ინგლისი  და  საქართველო   შობას ?
             
                                                    2. რა  მსგავსება   და  განსხვავებაა  ინგლისსა  და    
                                                     საქართველოს ტრადიციებს  შორის?
                                                    3.როგორ   გვეხმარება    ტრადიციები   ცხოვრებაში  ?

 შინაარსობრივი  კითხვები  1.რომელ  ინგლისურ  სიტყვებსა   და   გრამატიკულ
                                                     ფორმებს  გამოიყენებენ ტრადიციებთან   დაკავშირებით ?
                                                     2.რომელი  ზედსართავი  სახელები  გვჭირდება  ამ  თემაზე                                                        საუბრის  დროს ?
                                   მეოთხე  დღის  რეფლექსია
         

     დღეს  გავიხსენეთ  წინა  ტრენინგებზე  შესწავლილი  საკითხები,  დავასრულეთ  ბუკლეტზე  მუშაობა,  გავეცანით  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  საკითხების  სახეები,  შევიმუშავეთ ამ  ტიპის კითხვები ,რომლებიც  დაკავშირებულია  ჩემს  საპრიექტო  თემასთან  და  მოვახდინეთ  მისი  ატვირთვა  ბლოგზე, ვისწავლეთ  შეფასების  დროის  ჩარჩოს  შექმნა.  დღე  იყო  ძალიან  საინტერესო,  მადლობა  ქალბატონ  ლალის

Sunday, March 13, 2016

მესამე დღის რეფლექსია


  დღევანდელი  დღე  იყო  ძალიან  საინტერესო.  მოვახდინეთ  პროექტის  იდეის შესაბამისი  სტანდარტების  დადგენა  და  მის  მიხედვით მოსწავლეთა  მიზნების  და  ამოცანების  განსაზღვრა და მისი განთავსება  ბლოგზე.

პროექტის სასწავლო მიზანები და ამოცანები

 
მოსწავლეები   შესძლებენ.


1. ინგლისური  ენის  გამოყენებას  პროექტის  ყველა  ასპექტში.

2. მოიძიონ  ინფორმაცია  ინგლისსა და  საქართველოს  ტრადიციების  შესახებ.

3. გაანალიზონ  და  შეადარონ  ორივე  ქვეყნის  ტრადიციები.

  4.აღმოაჩინონ  მსგავსებები  დაგანსხვავებები.
 
5.იმსჯელონ  ორივე  ქვეყნის  კულტურასა  და  ტრადიციებზე.
 
 6.გამოიყენონ  სხვადასხვა  ელექტრონული  და  ბეჭდური  მასალა  ინფორმაციის  შესაგროვებლად  და  შემდეგ  პრეზენტაციის  შექმნა.

 7.ამ  ინფორმაციის  დაყრდნობით  გააკეთონ  დასკვნები  და  გადასცენ  აუდიტორიას  პრეზენტაციის  სახით.

Saturday, March 12, 2016

ბუკლეტის შინაარსი


ჩვენი ყველა  პედაგოგის  მიზანია  არა  მარტო  გადავცეთ  მოსწავლეებს  მასალა  არამედ ვასწავლოთ  ის  გზები თუ  როგორ  გამოიყენონ ეს ცოდნა  ცხოვრებაში--ამის  ერთერთი  საშუალება  არის პროექტებით  სწავლება. პროექტები  მოიცავს  სხვადასხვა  აქტუალურ  საკოთხებს  რომელიც  ეხება  ინგლისურ  ენასაც.  მოსწავლეები  შეაგროვებენ,  გაანალიზებენ,  განმარტავენ  ინფორმაციას  და  მასზე  დაყრდნობიტ  გამოხატავენ  დასკვნას. ამის  შემდეგ  ისინი  სხვა  მოსწავლეებს წარუდგენენ  იმას  რაც  ტვითონ  ისწავლეს.

მეორე დღის რეფლექსია


დღეს  შევქმენით  ინტელის  ბლოგი.  დავიწყეთ  ბუკლეტზე  მუშაობა. ინტელის  ბლოგზე დავდეთ  პროექტის  იდეა  და  შინაარსი. ყველაფერი  იყო  საინტერესო  მაგრამ  დამღლელი. იმედი  მაქვს  ბუკლეტზე  მუშაობას კარგად  დავამთავრებ.

Friday, March 11, 2016

პროექტის იდეა

                                           დღესასწაულები



      ყოველი  ერის  კულტურულ  ცხოვრებაში  ადათ  წესებს, ტრადიციებს  განსაკუთრებული  ადგილი  უკავია. ისინი ხომ  ერის  თვითმყოფადობის  მანიშნებელია. ამ  მხრივ  საინტერესოა  სხვადასხვა  ქვეყნების ტრადიციების  გაცნობა. მოსწავლეები  მოიძიებენ  და  განიხილავენ სხვადასხვა    ქვეყნის  ტრადიციებს,  ამოიცნობენ  ილუსტრაციებში  ასახულ  კულტურულ  სიმბოლურ  რეალიებს,  დააკავშირებენ  ერთმანეთს  უცხო  და  მშობლიურ  კულტურებს,  იპოვიან  მსგავსებებს,  განსხვავებებს  ამ  ინფორმაციაზე  დაყრდნობით  გააკეთებენ  პრეზენტაციას  და  მოაწყობენ  საშობაო  ღონისძიებებს..